რუსული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

რუსული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

ოპოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს. 32 ოპოზიციონერი დეპუტატი რეპრესიული კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას მოითხოვს.

მანამდე კი საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი მიიღო წარმოებაში და ახლა საქმე განსახილველად პლენუმს უნდა გაეგზავნოს.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.