ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO (GEO), რომელიც გარემოსდაცვით საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა, რუსული კანონის გამო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციად, ფუნქციონირებას აჩერებს. GEO-ს გუნდი მუშაობას მუშაობას გააგრძელებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - GEO Outlook LLC
"დაარსების დღიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებასა და ისეთი სტანდარტების დამკვიდრებაში, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება - შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას. თუმცა, GEO-ს გუნდი მუშაობას გააგრძელებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - GEO Outlook LLC. ცხადია, ამ ნაბიჯით გვეზღუდება ქვეყნისთვის საჭირო არაერთ პროექტში მონაწილეობის საშუალება, თუმცა ჩვენი გუნდი ახალი სახელითა და ახალი იურიდიული ფორმით, შესაძლებლობების ფარგლებში, გააგრძელებს გარემოსდაცვით საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.