რუსული კანონის გამო დაკარგული დახმარება

რუსული კანონის გამო დაკარგული დახმარება

საქართველო სულ უფრო მეტი პარტნიორის ფინანსურ დახმარებას კარგავს. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ცალკე გერმანიის მხრიდანაც სამხედრო მხარდაჭერის შეჩერებას დანიაც უერთდება. კოპენჰაგენი ოთხწლიან პროგრამას წყვეტს, რაც თავდაცვის ბიუჯეტს 28 მილიონ ლარს მოაკლებს. მიზეზი რუსული კანონია და დასავლური კურსის ცვლილებაა. ქართული ოცნება კი ისევ ცინიკურად ამტკიცებს, რომ რუსული კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხმარება.