დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს რუსული კანონის გამო. მსგავსი საფრთხე ევროპარლამენტის უმწვავეს დოკუმენტში აისახა. რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე რუსული სტილის კანონი ძალაშია. 400-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი იმ შესწორებებსაც დაუჭირა, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის პუნქტების გადახედვას და მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებას ითვალისწინებს.