კობახიძის მორიგ განცხადებას აბსურდული უწოდეს. ოლიგარქის პრემიერი ირწმუნება, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა, მანამდე კი ნულოვანი იყო. რას ეფუძნება კობახიძის განცხადება? თავად ამბობს, რომ ევროპელი ლიდერების მოსაზრებებს. ამ დროს თითქმის არ დარჩენილა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეთაური თუ გაერთიანების მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც არ უთქვამს, რომ რუსული კანონით საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა გამორიცხულია.