რუსული ძალების მხრიდან ზაპოროჟიეზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ძალების მხრიდან ზაპოროჟიეზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზაპოროჟიეზე რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 6 დაიჭრა.

ოლქის გუბერნატორ ივან ფედოროვის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს მიმართულებით სულ მცირე 6 მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვა, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსები და სახლები, ასევე ტერიტორიის სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

გასულ დღეებში ზაპორჟიეზე თავდასხმა გაძლიერდა. რუსეთმა ოლქში მართვადი საჰაერო ბომბი პირველად 23 სექტემბერს გამოიყენა.