რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმში დამატებით სამი ქალაქიდან იფრენს

რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმში დამატებით სამი ქალაქიდან იფრენს

რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმში დამატებით სამი ქალაქიდან იფრენს. რეისების განხორციელება 22 ივნისიდან დაიწყება.

ახალი რეისები სოჭიდან, ყაზანიდან და უფადან დაიწყება.

"რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ქართული კურორტები კვლავ პოპულარულია რუს ტურისტებში. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის აეროპორტში მგზავრთა მოძრაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ახალ რეისებზე ბათუმში მაღალი სეზონური მოთხოვნა იქნება", - განაცხადა Red Wings-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ კომერციის საკითხებში ალექსანდრე კრუტოვმა.

ახალი მარშრუტების ამოქმედებით, Red Wings-ის პირდაპირი ფრენები ბათუმში უკვე რუსეთის შვიდი ქალაქიდანაა ხელმისაწვდომი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნებამანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს