
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს მათივე გუნდის ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდათ. "ოცნების" პრემიერმა სახელის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, თუმცა ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილს ის თანხას უხდიდა.
"მე სახელებსა და გვარებში არ შევალ არც ერთ შემთხვევაში. ზოგადად ვამბობ, რომ ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს, ყოფილ გუნდის წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები — ანუ ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია: რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ მერე რა აკეთებდა", - განაცხადა კობახიძემ.