რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: დადექი შენს ხალხთან ერთად!

რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: დადექი შენს ხალხთან ერთად!

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საპროტესტო ტალღის ფარგლებში დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას. მათი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, რომელიც არა მხოლოდ ოპოზიციური ლიდერების, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა დაპატიმრებებსაც მოიცავს.

აქციაზე სიტყვით დაგეგმილია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც. შეკრებილებმა გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით: „არ დაგითმობთ ამ ქვეყანას“, „მომავალი ჩვენია!“, „რეჟიმი გვიკლავს მშობლებს, რეჟიმი ნელ-ნელა ყველას მოგვკლავს“.

აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, დაკავებულთა ოჯახის წევრები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.