რუსმა ოკუპანტებმა პოლტავაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა პოლტავაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა პოლტავაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაცია დაშავებულებისა ან მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პოლტავის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ფილიპ პრონინი ამბობს, რომ იერიში 22:22 საათზე განხორციელდა და ის ხარკივის ოლქის მხრიდან იყო.