რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

31 ივლისს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკივს S-300 ტიპის რაკეტებით ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკივის საოლქო პროკურატურის პრესმდივანზე, დიმიტრი ჩუბენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსმა ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ჩვენს რეგიონში S-300 რაკეტები გაუშვეს", - აცხადებს დიმიტრი ჩუბენკო.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 100 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკი ბურლუკში კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.