რუსმა ოკუპანტებმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ზედიზედ მერვედ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. ინფორმაცია 3 აგვისტოს დილას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაცია იუწყება, რომ გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 15-მდე დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

ადმინისტრაციის ცნობით, კიევში საჰაერო განგაში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ის 820-ე საჰაერო განგაში იყო კიევისთვის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.