რუსი ბიზნესმენი და გავრილოვის მეგობარი საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა

რუსი ბიზნესმენი და გავრილოვის მეგობარი საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა

რუსი ბიზნესმენი და სერგეი გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია გუშინ საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. ფოტოებს ის ინსტაგრამზე ავრცელებს.

ფიფიას ვიზიტზე ჟურნალისტებმა ქართული ოცნების ლიდერ არჩილ თალაკვაძეს ჰკითხეს. მან თქვა, რომ "საერთოდ არ აინტერესებს მამუკა ფიფია".

პარალელურად მოქალაქეები წერენ, რომ პარლამენტთან მიდიან.

"რუსი პროპაგანდისტი, გავრილოვის მეგობარი დაგვისვეს პარლამენტში ისევ.

მე,ჩემ მეგობრებთან ერთად ვაპირებ მივიდე პარლამენტთან და საკადრისი პასუხი გავცე. გელოდებით", - წერს დავით ჩხობაძე.