რუსეთში, სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ორ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუსეთში, სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ორ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა

16 მარტის ღამეს რუსეთის სამარის ოლქში, დრონები სიზრანსა და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაესხნენ თავს.

Baza-ს ინფორმაციით, სიზრანში გაჩნდა ხანძარი, რომლის ფართობმაც 500 კვადრატული მეტრი იყო. რეგიონის გუბერნატორის დმიტრი აზაროვის თქმით, ცეცხლი ნავთობის გადამამუშავებელ მოწყობილობას გაუჩნდა და არავინ დაშავებულა.

აზაროვი ამბობს, რომ ნოვოკუიბიშევსკის ქარხანაზე დრონების თავდასხმა შეაჩერეს, თუმცა ხანძარი მაინც გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ყველა სამსახურს და პასუხისმგებელ დეპარტამენტს დაევალა პრიორიტეტული ყურადღება მიაქციონ რეგიონის ობიექტების დაცვას", - თქვა სამარის რეგიონის ხელმძღვანელმა.

დრონებით თავდასხმის გამო 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთში რამდენიმე მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.