რუსეთში, კურსკის ოლქში აფეთქებები იყო

რუსეთში, კურსკის ოლქში აფეთქებები იყო

რუსეთში, კურსკის ოლქში ღამით საჰაერო განგაში იყო. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინიდან სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა.

ქალაქ კურსის მაცხოვრებლები, სულ მცირე, 5 ძლიერი აფეთქების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას Telegram არხებზე.

დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე ინფორმაცია გაავრცელა და რუსეთის საჰაერო საშუალებების მიერ კურსკის ოლქის თავზე სამი უკრაინული რაკეტის ჩამოგდების შესახებ ირწმუნებოდა. რუსეთის თავდაცვა აღნიშნავს, რომ "კიევის რეჟიმის მხრიდან ტერაქტის მცდელობა აღკვეთა".

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. უკრაინულ მხარეს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.