რუსეთის ქალაქ ნიჟნი ტაგილში ბინაში გაზის აფეთქების შედეგად 2 სადარბაზო ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნანგრევებიდან ამ დროისთვის 15 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 7 ბავშვია - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეხანძრე-მაშველებმა ადგილიდან 1 000 ტონა სამშენებლო ნაგავი უკვე გაიტანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.