
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული ფრენები დღეიდან დაიწყება.
პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსული მედიის მტკიცებით, მაღალი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, დამატებითი რეისი დღეს, 1-ელ მაისს შეასრულოს.
პირველ ფრენას UVT Aero შეასრულებს. გარდა ამისა, ოკუპირებულ სოხუმში იფრენენ მოსკოვიდან Ifly, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან NordStar. ყველა ავიაკომპანია ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.