რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს. შედეგად ქალაქ ორეხოვოში 2 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული ხელისუფლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იურიი მალაშკო ავრცელებს.
უკრაინული გამოცემა Pravda-ს ცნობით, დაღუპული 54 წლის ქალი და 58 წლის კაცი ცოლ-ქმარი იყვნენ.
ერთი ადამიანი დაშავდა პრეობრაჟენკაში. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"ერთი ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებზე თავდასხმების შედეგად" - განაცხადა მალაშკომ.