რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

"გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა და დაქირავებულ მებრძოლედ შეუერთდა პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნა და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უშიშროების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობისთვის გოგუაძემ ყოველთვიური ფულადი ჯილდო მიიღო", - ამტკიცებს კომიტეტი.

მათი თქმით, გოგუაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს.