
რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში ტრადიციული საზღვაო აღლუმი გააუქმა. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, აღლუმი უსაფრთხოების გამო აღარ ჩატარდება.
მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს ქალაქის ტრანსპორტის კომიტეტმა ღონისძიების გაუქმება ოფიციალურად გამოაცხადა, განცხადება მალევე წაშალა და განმარტა, რომ მათ ამ საკითხზე კომენტარის უფლება არ აქვთ, რადგან აღლუმს თავდაცვის სამინისტრო აორგანიზებს.
27 ივლისს სანქტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება არც ფეიერვერკი, არც საზღვაო აღლუმი და არც საჩვენებელი მარშები.