რუსეთმა ყირიმის ხიდზე "ტერაქტის" გამო საქართველო-უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ყირიმის ხიდზე "ტერაქტის" გამო საქართველო-უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო, Tass წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგი ანდრეიჩენკოზე ოკუპანტებმა სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადეს - მათ ყირიმის ხიდის აფეთქება ედებათ ბრალად.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ტერაქტის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენისა და კონტრაბანდის მუხლებით აქვს.

2024 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს აღკვეთის ზომა პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოხდა. იმ დროს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინციდენტთან საქართველოს არანაირი კავშირი არ ჰქონდა.