რუსეთმა ომში გააგზავნა 10 ათასი მიგრანტი, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს

რუსეთმა ომში გააგზავნა 10 ათასი მიგრანტი, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს

რუსეთმა უკრაინაში ომში 10 ათასი მიგრანტი გააგზავნა, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტირკიკნმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე განაცხადა.

"30 ათასზე მეტი მიგრანტი დავიჭირეთ, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა და არ სურდათ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნა, დავაყენეთ აღრიცხვაზე და სადღაც 10 ათასი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გავუშვით", - თქვა მან.

რუსეთის კანონის თანახმად, შეძენილი მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სამხედრო ან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურისგან თავის არიდება გახდეს.

აპრილში, ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ფადეევმა წამოაყენა წინადადება, რომ მიგრანტებზე პასპორტების გაცემის დროს, ისინი დაუყოვნებლივ დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე.