რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
"ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან 5 მაშველია. თავდასხმის შედეგად დაღუპული სასწრაფო დახმარების ექიმი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია.
დაშავებულთა საერთო რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება. ყველა იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას", - ამბობს ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.