რუსეთმა ხერსონზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

რუსეთმა ხერსონზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსეთმა ხერსონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაზიანებულია მანქანები და შენობები.

რუსეთის არმიამ ხერსონში კერძო სატრანსპორტო კომპანიის ავტოსადგომს გაუხსნა ცეცხლი", - ამბობს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.