რუსეთმა ხერსონის საავადმყოფო დაბომბა - არის მსხვერპლი

რუსეთმა ხერსონის საავადმყოფო დაბომბა - არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსეთმა ხერსონის საავამყოფო დაბომბა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

"ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა. დაშავდა ექთანი, მისი სიცოცხლისთვის ახლა ექიმები იბრძვიან", - აცხადებს ხერსონის საოლქო პროკურატურა.

ამასთან, რუსებმა სარაკეტო შეტევა ხერსონში გუშინაც განახორციელეს. ქალაქის ცენტრზე რუსებმა გრადებით მიიტანეს იერიში. რუსული ძალების სამიზნე კერძო საწარმო იყო, რომლის თანამშრომელიც ადგილზე დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.