
გამთენიისას რუსებმა ხარკოვის ოლქის, სლობიდსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო დაშავდა 57.
ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
ცნობილია, რომ დაშავებულებიდან 8 მცირეწლოვანია.
დარტყმების შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სათამაშო მოედნები და საწარმოო ობიექტები.