რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა 14 ადამიანი, დაშავდა 44

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა 14 ადამიანი, დაშავდა 44

გასულ ღამეს რუსებმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 44. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს.

"წინასწარი ინფორმაციით, კიევში უკვე 14 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მიმდინარეობს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები", - თქვა მან.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, კიევის სხვადასხვა რაიონში რუსული თავდასხმის ქვეშ 27 ადგილი მოექცა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.