რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა. მედიაზონამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სია შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟის გამო 160 ევროპელ პოლიტიკოსზე გამოცხადდა ძებნა და მათ შორისაა კაია კალასიც.
მედიაზონა წერს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ძებნილთა სიაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის საჯარო მითითების შემდეგ ხვდებოდნენ. ამ შემთხვევაში მსგავსი საჯარო მითითება არ ყოფილა.
2022 წლის აგვისტოში კალასმა ნარვიდან საბჭოთა ტანკის გადატანაზე ისაუბრა. ძებნილთა შორისაა სახელმწიფო მდივანი ტაიამარა პეტერკოპა.
ძებნილთა სიაში 83 ლატვიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე. 2022 წლის მაისში სეიმმა რუსეთთან მემორიალების შენახვის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას მხარი დაუჭირა. ამან ლატვიას საბჭოური მონუმენტების დემონტაჟის უფლება მისცა.