რუსეთმა დონეცკის რეგიონზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სამი ადამიანი

რუსეთმა დონეცკის რეგიონზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სამი ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქი კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, თავდასხმას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

ფილაშკინის თქმით, იბლონოვკის (ილინოვსკის თემის) დასახლებაში რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი მოკლეს და ორი საცხოვრებელი სახლი დააზიანეს. კიდევ ერთი დაღუპული კონსტანტინოვკაში დაფიქსირდა.

დაშავებული კი პოკროვსკში მცხოვრებია — ქალაქში დარტყმა FPV ტიპის დრონით განხორციელდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამეურნეო ნაგებობა დაზიანდა.