რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო დაიჭრა 4.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 8 წლის გოგოა.
ცნობილია, რომ ლიმანსკაიას დასახლებაში ცეცხლი გაუხსნეს ორ დასახლებულ პუნქტს - ზარეჩნიში რუსებმა სამი ადამიანი მოკლეს, ტორსკოეში კი ერთი დაჭრეს.
დანარჩენი სამი ადამიანი კი ტორეცკის და კურახოვას დასახლებაში დაშავდნენ.