თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა.
კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისივე თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.
როგორც კირბი აღნიშნავს, რუსების შეტევა ბახმუტზე ჩავარდა და გაჩერებულია.
ბოლო თვეების განმავლობაში ბახმუტისთვის ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინული ჯარი შეტევს იგერიებს.