რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცედურა დასრულდა.
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს.
ტექნიკური კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: მე-2 ადგილი დაიკავა რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ნიკოლაი ხარიტონოვმა 4.31%-ით. მე-3 ადგილზე გავიდა პარტია ახალი ხალხის კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი - 3.85%-ით, მე-4 ადგილი კი ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ - 3.2%.
ცესკოს ინფორმაციით, პუტინს ხმა 76 მილიონმა მოქალაქემ მისცა. ეს მათი მტკიცებით, რუსეთის არსებობის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია. კომისიაში ამბობენ, რომ 2018 წელს პუტინს ხმა 56.4 მილიონმა ადამიანმა მისცა.