რუსეთის თავდაცვა: მოწინააღმდეგის მიზანია ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევა, ამას ვერ მიაღწიეს

4 ივნისს, დილით დაიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა დონეცკის სამხრეთით ხუთ სექტორში. შეიყვანა მექანიზებული ბრიგადები და არმიის სარეზერვო დანაყოფები. საერთო ჯამში, 6 მექანიზებული და 2 სატანკო ბატალიონი. მოწინააღმდეგის მიზანია ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევა იმ მონაკვეთზე, რომელიც მიაჩნია, რომ ფრონტის ხაზზე ყველაზე მოწყვლადია. მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და არც წარმატება არ ჰქონდათ.

განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.