
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ე.წ. აღდგომის ზავი გამოაცხადა. როგორც რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევა 19 აპრილს, 18:00 საათიდან (თბილისის დროით) და გაგრძელდება 20 აპრილის 22:00 საათამდე.
კრემლის განცხადებით, რუსეთი უკრაინისგანაც მსგავს ქმედებას ელოდება, თუმცა კიევს ამ დროისთვის ოფიციალური პასუხი არ გაუცია.
მიუხედავად ზავის გამოცხადებისა, ჯერ უცნობია, გახდება თუ არა ეს ნაბიჯი ხანგრძლივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყისი.
აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა მხარეები, რომ თუ მოლაპარაკებების პროცესი გართულდება, ვაშინგტონი „დაიხევს“ და შუამავლობას აღარ შესთავაზებს.