ამერიკამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა, ჩინური ბანკები და კომპანიები დაასანქციროს - მიზეზი მათ მიერ რუსეთის ომში მხარდაჭერაა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, კურტ კემპბელმა გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ პირველ რიგში კონცენტრირებულები ვართ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც სისტემატურად მონაწილეობენ რუსეთის მხარდაჭერაში. ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით ფინანსურ დაწესებულებებს. იქნება გადადგმული ნაბიჯები, არა მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ სხვა ქვეყნების მიერაც, და ეს ნაბიჯები იქნება დემონსტრირება ჩვენი ღრმა შეშფოთების, იმის გამო, თუ რისი გაკეთება სურს ჩინეთს თავის ურთიერთობებში რუსეთთან უკრაინაში ბრძოლის ველზე", - თქვა კემპბელმა.