მოსალოდნელია თუ არა დღეს კიევში მასირებული შეტევა - უკრაინის დაზვერვა გავრცელებულ ცნობებს ყალბს უწოდებს და აცხადებს, რომ რაიმე განსაკუთრებული საპასუხო ნაბიჯები საოკუპაციო ძალისგან სწორედ დღეს მოსალოდნელი არ არის. ამერიკის საელჩოს შემდეგ კიევში დიპლომატიური მისიების მუშაობის დროებითი შეჩერების შესახებ გამოაცხადეს ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის საელჩოებმაც.