რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხალი გაირღვა - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხალი გაირღვა - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხალი გაირღვა. რუსული მედიის ცნობით, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ოპერატიული სამსახურის ინფორმაციით, წყალდიდობის ზონაში, შესაძლოა, 4 000-მდე კერძო საცხოვრებელი კორპუსი მოხვდეს, სადაც 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ორენბურგის ოლქის მთავრობის ცნობით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა. ევაკუაციისთვის მომზადებულია ექვსი დროებითი განსახლების ცენტრი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, კაშხლის გამაგრებაზე მაშველები და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.