რუსეთის ქალაქ ბრიანსკთან ნავთობბაზა ამ დრომდე იწვის

რუსეთის ქალაქ ბრიანსკთან ნავთობბაზა ამ დრომდე იწვის

რუსეთის ქალაქ ბრიანსკთან ნავთობბაზა ამ დრომდე იწვის.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის ძალებმა ობიექტზე დრონებით სცადეს იერიში. მასშტაბები იზრდება. ევაკუირებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

რუსულ Telegram არხებზე ვრცელდება ცნობა, რომ უკრაინელების დრონი ბრიანსკის გარდა, ტამბოვში, დენთის მწარმოებელი ქარხნის ტერიტორიაზეც ჩავარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, საწარმოდან პერსონალი გაიყვანეს.