
რუსეთის ელჩმა აშშ-ში, ალექსანდრ დარჩიევმა ვაშინგტონისა და კრემლის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების აღდგენას ხელს დიფ სთეითი უშლის.
"მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და თავად პროცესი სირთულეებით მიმდინარეობს. მას აფერხებენ არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები "დიფ სთეითის" სახით, არამედ კონგრესის "ქორებიც", სადაც ჩამოყალიბდა სტაბილური ანტირუსული ლობი", - თქვა დარჩიევმა.
მისივე თქმით, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება ორმხრივ ურთიერთობაში აღმოფხვრან "გამაღიზიანებელი ფაქტორები" და ამ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები სტამბოლიდან თავიანთ დედაქალაქებში გადაიტანონ. დარჩიევის ცნობითვე, ასეთი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოსკოვში "უახლოეს მომავალში გაიმართება."
"შემიძლია დავადასტურო, რომ დელეგაციებს შორის შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება", - თქვა მან.