რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე პოლიციის შენობაზე დრონით შეტევა იყო

რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე პოლიციის შენობაზე დრონით შეტევა იყო

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, ტრუბჩევკის რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, დრონით იერიში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა იყო.

მისივე ცნობით, დრონით დარტყმა განხორციელდა შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს შენობაზე. გუბერნატორის Telegram-ზე წერს, რომ დანგრეულია შენობის სახურავი და დამტვრეულია ფანჯრები.

ოლქის გუბერნატორის ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.