31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის შესახებ დოკუმენტს, რომელშიც, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების გაღრმავებაა გაწერილი.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტში საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ საუბარი არაა, თუმცა აღნიშნულია, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ცხინვალთან და აფხაზეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და მათ “ყოვლისმომცველ მხარდაჭერას” აპირებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილში საუბარია, რომ მსოფლიოში “სოციო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით”, რუსეთი სხვა “კეთილმეზობლურ სახელმწიფოებთან ერთად” გეგმავს ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სოციო-ეკონომიკურ დახმარებას.
“იმისთვის, რომ გავზარდოთ კრიზისებთან მიმართებით საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის სტაბილურობა, გავაუმჯობესოთ სოციო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული სიტუაცია მსოფლიოში, შევამციროთ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები, დავნერგოთ 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმა, გავაძლიეროთ რუსეთის პოზიტიური აღქმა მსოფლიოში, რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო განვითარებაში, პრიორიტეტი მიანიჭოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების, ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და დსთ-ის წევრი ქვეყნების სოციო-ეკონომიკურ განვითარებას, რომლებიც ინარჩუნებენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე როგორც განვითარებად სახელმწიფოებთან რომლებსაც რუსეთის ფედერაციისადმი კონსტრუქციული პოლიტიკა აქვთ” - წერია დოქტრინაში.
დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით ამ ორი რეგიონის “ყოვლისმომცველი მხარდაჭერაზე".
“ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს, ამ სახელმწიფოების ხალხის დახმარება რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ნებაყოფლობითი არჩევანის განხორციელებაში” - წერია დოკუმენტში.
პუტინის თქმით, მსოფლიოში სერიოზული ცვლილებების გათვალისწინებით, საჭირო იყო ახალი სტრატეგიული დოკუმენტის შედგენა. მისი თქმით, განახლებული კონცეფცია შექმნის საშუალო და გრძელვადიანი მიზნებისთვის საჭირო ნიადაგს და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მტკიცე დოქტრინულ ბაზისი გახდება.
რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია Ria Novosti-ის ინფორმაციით, რუსეთის განახლებული საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ძირითადი პუნქტებია: