პარლამენტთან, სადაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"დააკავეთ რუსეთის აგენტი [ოთარ ფარცხალაძე]" - ამ სახელწოდებით ბანერი აქვთ გაშლილი სამოქალაქო აქტივისტებს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან.
აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან.
აქციის წევრები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური კურსი არ ემთხვევა ქართული საზოგადოების ხედვებს, გომელაურს კი ქვეყანაში რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ გამტარად მიიჩნევენ.
დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ.