
რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის მთავრობა აღიარა.
"ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის ისლამური საამიროს მთავრობის ოფიციალური აღიარების აქტი სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუტაკი თქვა, რომ ისინი "აფასებენ რუსეთის მიერ გადადგმულ ამ გაბედულ ნაბიჯს" და იმედოვნებენ, რომ ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსკოვი ხედავს კარგ პერსპექტივებს ურთიერთობების განვითარებისთვის და გააგრძელებს ქაბულის მხარდაჭერას უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხებში.
აქამდე არცერთ სხვა ქვეყანას ოფიციალურად არ უღიარებია თალიბანის მთავრობა, რომელმაც ხელისუფლება 2021 წლის აგვისტოში, ხელში ძალადობრივად ჩაიგდო.