რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლურ ქვეყნებს აფრთხილებს, არ გამოიყენონ ევგენი პრიგოჟინის აჯანყება "რუსოფობიული მიზნებისთვის".
"ამგვარი ქმედებები არის მყიფე და არ მოჰყვება პასუხი არც რუსეთში და არც საზღვარგარეთ გონიერი პოლიტიკური ძალებისგან" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საგარეოს თქმით, აჯანყება რუს საზოგადოებაში "მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევს" და რუსეთის უწყების აზრით, ეს "რუსეთის გარე მტრებს აძლევს ხელს".
"შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები, ფაქტობრივად, მიმართულია რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ, ჩვენი ერთობის განადგურებისკენ და საიმედო საერთაშორისო უსაფრთხოებისკენ მიმართულ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევას უთხრის ძირს" - წერია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, "დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში, ამ სიტუაციას მოეძებნება რუსი ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოს საუკუნოვანი სიბრძნისთვის ღირსეული გამოსავალი".