რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქი დაბომბა

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქი დაბომბა

რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქის სოფელი პაგარში დაბომბეს, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა.

"სოფელ პოგარში უკრაინელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. მსხვერპლი არ ყოფილა", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

მისივე თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურებია მობილიზებული და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.