
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დღეს დილით უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა რუსეთის ხუთ რეგიონში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე.
თელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინამ “ტერორისტული თავდასხმა” განახორციელა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რეგიონებში.
რუსული მხარის მტკიცებით, ყველა იერიში „მომართულ იქნა“ და საფრთხე უკუგდებულია.
თუმცა, განცხადებაში წერია, რომ “აეროდრომების უშუალო სიახლოვიდან გაშვებული FPV ტიპის დრონების” შედეგად რამდენიმე ავიაგამანადგურებელი დაიწვა. სამინისტრო ამატებს, რომ ცეცხლი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.
თავდასხმებზე უფრო დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ზიანი და მსხვერპლი, სამინისტროს ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.