რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული გამოცემა Ria Novosti-ს ცნობით, ვაგნერის ჯგუფის სამხედრო კოლონა ლიპეცკის რეგიონში გადაადგილდება.
ინფორმაციას ადასტურებს ლიპეცკის გუბერნატორი იგორ არტამონოვიც.
ლიპეცკის გუბერნატორი აცხადებს, რომ "ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ".
მანამდე გამოცემა BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს.
BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, რომელშიც ჩანს როგორ მიემართება ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო ტრანსპორტი M4 მაგისტრალზე, რომელიც ვორონეჟს მოსკოვთან აკავშირებს. გამოცემის ცნობით, ეს გზა ლიპეცკის რეგიონზე გადის.