რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების ცენტრზე იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები

რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების ცენტრზე იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების სასწავლო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, ზუსტად სად განხორციელდა ოკუპანტების სარაკეტო დარტყმა.

უკრაინული მედია წერს, რომ საოკუპაციო ძალებმა იერიში ისკანდერის ტიპის რაკეტებით მიიტანეს.