
გასულ ღამეს რუსებმა ხესრონის საავადმყოფოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ოლექსანდრ პროკუდინი, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ადასტურებს.
"მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ხუთი პაციენტი და სამი ექთანი დაშავდა", - წერს იგი.
პროკუდინმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს 44 წლის თანამშრომელი აფეთქების შემდეგ, ტვინის შერყევითა და გულმკერდის არეში ნამსხვრევების შედეგად გამოწვეული ჭრილობით სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.