რუსებმა ხარკივის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკივის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"შაბათს, 20 აპრილს, დაახლოებით დილის 8 საათზე, რუსეთის ჯარებმა ვოლჩანსკში 9-სართულიანი შენობა და კერძო სახლი დაბომებს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 60 წლის ქალი. კერძო სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად კი 50 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა", - აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.